ესაა ხუთი სერიიდან პირველი, რომელიც მოგვითხრობს ქრისტეშობიდან მეორმოცე საუკუნის დასასრულის დედამიწის სიცოცხლის შესახებ. სახელგანთქმული სამეცნიერო-ფანტასტიკური ფილმი, რომელიც თანამედროვე კლასიკა გახდა. დედამიწელთა კოსმოსური ხომალდი ავარიულად ეშვება პლანეტაზე, რომელიც აღმოჩნდება მომავლის დედამიწა, სადაც ატომური კატასტროფაა მომხდარი. ავარიის შემდეგ გადარჩენილი კოსმონავტები აღმოჩნდებიან მაიმუნთა თათებში, რომლებმაც ევოლუცია განიცადეს და პლანეტის პატრონები გახდნენ, ხოლო ცხოველებამდე დეგრადირებული ადამიანები კი მონებად ჰყავთ. მაიმუნები იგივეს უპირებენ ტყვედ ჩაგდებულ კოსმონავტებს, მაგრამ ერთი მოახერხებს გაქცევას...
გადაღებულია 4 გაგრძელება და ტელესერიალი, მულტფილმები. ფილმი დაჯილდოვებულია სპეციალური ”ოსკარით” გრიმის გამო, რომელიც ჯონ ჩემბერსმა შექმნა.
IMDB: 8.0 / 10 (49,933)