
ერთხელ მშობლიურ სკოლაში მიმავალ კოიომი არარაგის თავზე ლამაზი გოგონა დაეცა. იმის გამო რომ ვარდნა დიდი ხანი გრძლედებოდა, კოიომიმ მოასწრო გოგონას შეთვალიერება და თანაკლასელი ჰიტაგი სენძიოგაჰარა იცნო. გოგონა ჩუმი და წყნარი იყო სკოლაში. ვარდნის შესაჩერებლად ბიჭმა კუნთები დაძაბა და ფიქრობდა სიმძჳმე ალბათ დამაგდებდო, თუმცა გოგონა სკოლის წიგნზე მძიმე არ აღმოჩნდა. მალე კოიომი მიხვდა, რომ გოგონა ჩუმი და წყნარი ბუნებრივად კი არ იყო, არამედ ხასიათი ჰქონდა ძალიან ანჩხლი და თან ჰაერიდან უცბად შეეძლო გაეჩინა მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთები სკოლის საკანცელარიო ნივთების ნუსხიდან. ჩვენი გმირი არ დაიბნა და როცა გაიგო, რომ გოგონას ამგვარად ღმერთმა თუ ეშმაკმა დასცინა, თვითონაც გაუმხილა რომ წარსულში ვამპირი იყო და ხშირად მაიმუნობდა, თუმცა მას დაეხმარა წმინდანი თუ უბრალოდ ბებერი ჰიპი, რომელსაც მემე ოსინო ერქვა. მოკლედ, გოგონა დაარწმუნა, რომ ცუდი თუ არა, იქნებ შველოდა და წაიყვანა განდეგილათან, რომელიც მიტოვებულ მშენებლობაზე ცხოვრობდა.
გმირებს ხომ ასეთი სამუშაო აქვთ - გაჭირვებაში მყოფ გოგონებს დაეხმარონ! გოგოები კი სკოლაში, ოჰ რამდენი არიან...