პიპა ლი - ქალია, რომელიც საყოველთაო აღფრთოვანებას იწვევს, მშვენიერი და გულღია დიასახლისია, ერგული ცოლი და მზრუნველი დედა. იგი სახელგანთქმული გამომცემელი ჰერბ ლის მეუღლეა, რომელიც მასზე 30 წლით უფროსია და ბედნიერია ქროწინებაში. როცა ჰერბი 80 წლის ხდება, წყვილი გადაწყვეტს საცხოვრებლად ხმაურიანი ნიუ-იორკიდან გადავიდეს კონექტიკუტის წყნარ ქალაქში სადაც, ტრადიციულად არაფერი არ ხდება და მშვიდია ცხოვრება. ასეთი მდორე სიტუაცია ყველას გააბედნიერებდა მაგრამ არა პიპა ლის, რომელიც ყოველთვის არ ყოფილა სამაგალითო დიასახლისი. ახალგაზრდობაში იგი მხიარულ ცხოვრებას ეწეოდა, სვამდა კიდეც, ნარკოტიკებითა და შემთხვევითი ეროტიული თავგადასავლებითაც ერთობოდა. მას ეგონა რომ წარსული შორს მოიტოვა, მაგრამ ახლა, ამ იდილიურ ახალ სამყაროში მოგონებები ძველ ცოდვებზე მეხსიერებაში უტივტივდება. დასაწყისითვის იგი კვლავ იწყებს მოწევას. მაგრამ როცა გზად სიმპათიური მამაკაცი გადაეყრება, პიპა სიამოვნებით იხსენებს თავისი ახალგაზრდობის გაკვეთილებს.
გახმოვანება: პროფესიონალური (მრავალხმიანი) [ლიცენზია]
IMDB Rating: 6.8/10 (820 votes)