ჯგუფი "REGGAEon"-ი 2008 წლის აგვისტოში ჩამოყალიბდა. დაარსებიდან ერთი წლის თავზე "REGGAEon"-მა პირველი ალბომი გამოუშვა. მის შემადგენლობაში შედიან ლაშა ნოზაძე (ვოკალი), გიგა ჯღარკავა (ვოკალი), ლევან რუსია (ბასგიტარა), გიორგი სანდომისაშვილი (აკუსტიკური გიტარა), ლევან კემულარია (საყვირი), სოსო კაპანაძე (კლავიში), სოსო ელიზბარაშვილი (აკორდეონი), ხვიჩა წიქარიშვილი (დრამი) და მიხეილ იაშაღაშვილი (გიტარა).
ჯგუფის სტილია რეგეი, რომლის ერთ-ერთი დამაარსებელი და მნიშვნელოვანი წარმომადგენელიც ბობ მარლი იყო.
ჯგუფი "REGGAon"-მა გამართა ბობ მარლის დაბადების დღისადმი მიძღვვნილი სოლო კონცერტი, კონცერტზე შესრულდა 22 სიმღერა ჯგუფის რეპერტუარიდან. გარდა ამისა, გაჟღერდა ბობ მარლის 5 სიმღერაც, აქ თავმოყრილია რამოდენიმე ვიდეო ამ კონცერტიდან, უახლეს მომავალში კი მთლიანად შემოგთავაზებთ სრულ კონცერტს.