Black Eyed Peas - ამერიკული ჰიპ-ჰოპ ჯგუფი ლოს-ანჯელესიდან, რომელიც 1992 წელს დაარსდა. მის შემადგენლობაში არიან will.i.am, Apl.De.Ap, Taboo და Fergie. მათი ყოველი კონცერტის აქცენტი გაკეთებულია შთამბეჭდავ სანახობაზე. 2010 წლის 29 და 30 მარტს ლოს-ანჯელესის "Staples Center"-ში გაიმართა შესანიშნავი კონცერტი The E.N.D. World Tour-ის ფარგლებში. The E.N.D. World Tour 2010 ალბომის მხარდასაჭერი ტური დაიწყო ატლანტაში 4 თებერვალს. აპრილში დამთავრდა სამხრეთამერიკული ტური, და მაისში ჯგუფი ევროპასა და ინგლისში გაემგზავრა.